მუშა ხელის დეფიციტის გამო, თხილის გადამუშავებას ვანახევრებთ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია NUTSGE LLC დამფუძნებელმა მამუკა ბერიაშვილმა განუცხადა.
მეწარმე ამბობს, რომ 1 500 ტონამდე თხილის ექსპორტს გეგმავდნენ და ახლა ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 750 ტონა იქნება.
„როგორც თხილის კრეფის, ისე გადამუშავების სექტორში მუშა-ხელის დეფიციტია. ვგეგმავთ საწარმოს ტექნოლოგიურად გადაიარაღებას, რათა ნაკლები სამუშაო ძალა დაგვჭირდეს. ვიდრე ამ პროცესს დავიწყებთ, მანამდე ნაკლებ თხილს გადავამუშავებთ და შესაბამისად საექსპორტო მაჩვენებელიც შეგვიმცირდება“, - ამბობს მეწარმე.
მამუკა ბერიაშვილის ინფორმაციით, მაღალი ხარისხის გაუტეხავი თხილის ფასი 7-ლარამდეა, ხოლო დაბალი ხარისხის თხილის ფასი 4-5 ლარამდე.
მიმდინარე წელს NUTSGE 750 ტონამდე გარჩეული თხილის ექსპორტს გეგმავს.
„ჩვენი ნაწარმის 50% გადის ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო 50% გადის აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ქვეყნებსა და სამხრეთ ამერიკის ბაზარზე“, - ამბობს მეწარმე.
უახლესი