ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები ზრდის ტრაექტორიას დაუბრუნდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 4,123,893,700 აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა 39 მილიონია.
სებ-ის მიერ აშშ დოლარის შესყიდვის გარდა რეზერვების მოცულობაზე ზემოქმედება მოახდინა საგარეო ვალის მომსახურებამ, ოქროს ფასის მერყეობამ, ევროს დოლართან მიმართებაში გაუფასურებამ და სხვ.
ექსპერტთა განცხადებით, მიუხედავად ქუჩის დაძაბულობისა , აბსოლუტურად სწორი და გონივრულია სებ-ს გათვლა, რომ გაყიდვის მაგივრად, ნოემბერში რეზერვები შეავსო.
უახლესი
3 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს4 საათის წინ
ქვეყანაში რძის წარმოება 2.3%-ით შემცირდა