2024 წლის ნოემბერში 6 გამოშვებისა და 1 გამოსყიდვის აუქციონი ჩატარდა. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 306.25 მლნ ლარი.
საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.273% შეადგინა. გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 80 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.
2024 წლის 30 ნოემბრისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის დაახლოებით 37.1% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 3-5 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 1-დან 3 წლამდე ობლიგაციებს (დაახლოებით 26.4%).
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (ოქტომბერი 2.19) შედარებით შემცირდა და 2.33 შეადგინა.
ნოემბერში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობამ 3.4 წელი შეადგინა (ოქტომბერი 3.53 წელი).
უახლესი
3 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს4 საათის წინ
ქვეყანაში რძის წარმოება 2.3%-ით შემცირდა