ოქრო 16 სექტემბერს კიდევ 0,4%-ით გაძვირდა და უნციაზე ფასმა $2 589,03 შეადგინა.
ამის შესახებ Bloomberg წერს.
„ოქროს ფასები ახალ რეკორდულ ნიშნულზეა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო საბჭოს სხდომის წინ, რომელიც 17-18 სექტემბერსაა დაგეგმილი. მოსალოდნელია მონეტარული განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირება“, - წერს გამოცემა.
ოქროს გაზვირებაზე ასევე გავლენა ჰქონდა აშშ დოლარის შესუსტებას,რომლის დაცემაც ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე დაგეგმილ თავდასხმას მოჰყვა.
„განხეთქილება მსოფლიოში, გაჯერებული პოლიტიკური რისკები და ვალები გავლენას ახდენს ფასებზე“,- ამბობს Saxo Bank A/S სტრატეგიის გამყოფილების ხელმძღვანელი ოლე ჰანსენი.
უახლესი
3 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან