ავსტრიის ბუნდეს ლიგის 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ის კლუბში 2027 წლამდე დარჩება. საქართველოს ნაკრების ნახევარ-მცველი „შტურმში“ „დინამო თბილისიდან“ 2018 წელს გადავიდა. აღნიშნულ პერიოდში 28 წლის ფეხბურთელმა კლუბის შემადგენლობაში 208 მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა მიითვალა.
უახლესი
15 საათის წინ
ADB საქართველოს 68 198 000 ლარის სესხს გამოუყოფს