დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Park Ortachala-ს ხედებით გამორჩეულ პროექტში ბინების 75% გაყიდულია - მენეჯმენტი

Park Ortachala-ს ხედებით გამორჩეულ პროექტში ბინების 75% გაყიდულია - მენეჯმენტი

11-07-2024 12:00:00

Park Ortachala- მულტიფუნქციური პროექტი თბილისის ამ უბანში განთავსებულია 3422 კვ/მეტრზე. A და B ბლოკების მონოლითის სამუშაოები უკვე დასრულებულია და ბინების 75% გაყიდული,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა სოფიო მეშვილდიშვილმა განუცხადა.

კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, პროექტში ბინებს ძირითადად საქართველოს, ისრაელის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ.

„გადახდის პირობები შიდა განვადება 6-დან 10 თვემდე. კომერციული ფართები გათვლილია B ბლოკში. ასევე ვგეგმავთ  A ბლოკში საოფისე და კომერციულ ფართებს. B ბლოკის მობინადრეებს უკვე შეუძლიათ რემონტის დაწყება. პროექტის ფარგლებში გაიხსნება 24 საათიანი სამედიცინო პუნქტი, გარე აუზი, ველობილიკები და გასართობი ზონა“, - ამბობს სოფიო მეშვილდიშვილი.

რაც შეეხება პროექტის კონკურენტულ უპირატესობას,  Park Ortachala-ს აქვს არაჩვეულებრივი ხედები მტკვარზე.

„მომხმარებელს ვთავაზობთ 51-დან 101  2-ის ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობაში.  პროექტს ახორციელებს აზერბაიჯანული კომპანია „ირბისი“. ინვესტიცია $10 მილიონია. პროექტი სრულად დასრულება 2024 წლის ბოლოს, 1 კვადრატულის ღირებულება $1300-დან იწყება“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.   

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები