საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პირველი ივლისიდან საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ასევე ისაუბრა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით.
„ფართომასშტაბიანი განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური ჩართულობით, 2004 წლის შემდეგ პირველად, დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, სადაც მთავარი ორიენტირი გაკეთდა მოსწავლეებში პატრიოტიზმის, ეროვნული სულისკვეთების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემის, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე“, – განაცხადა ამილახვარმა.
უახლესი
11 საათის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8512 ლარი გახდა