სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში - MRO Middle East 2023, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ დუბაიში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს დელეგაციამ, დირექტორის მიხეილ ხიდურელის ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართა გლობალურ MRO კომპანიებთან და საქართველოს თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის პროექტის განვითარების პერსპექტივები განიხილა.
წამყვანი საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს აქვს პოტენციალი თვითმფრინავების მომსახურების რეგიონალური ჰაბი გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ კვლევა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და USAID/საქართველოს მხარდაჭერით მომზადდა.
უახლესი
14 წუთის წინ
,,აგროჰაბი“ ფართოვდება1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან მცირედით გამყარდა3 საათის წინ
ბანკებს ₾44.45 მილიარდის სესხი აქვთ გაცემული3 საათის წინ
თებერვალში ბანკების აქტივები მცირედით გაიზარდა - სებ