USD 2.5754

EUR 2.7727

TRY 0.1349

GBP 3.1569

RUB 0.03362

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შარლ მიშელი: სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული გეზის ერთგულია

შარლ მიშელი: სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული გეზის ერთგულია

2023-03-14 16:01:49

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული გეზის ერთგულია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ასევე მიესალმა პრეზიდენტის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინ წაწევის საკითხში.

„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისტორიულია. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტი რჩება“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები