USD 2.5764

EUR 2.7665

TRY 0.1351

GBP 3.1453

RUB 0.033585

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეღვინეობა ჩელთიმ ტოკიოში Foodex Japan-ის გამოფენეზე მიიღო მონაწილეობა

მეღვინეობა ჩელთიმ ტოკიოში Foodex Japan-ის გამოფენეზე მიიღო მონაწილეობა

2023-03-18 13:50:12

მეღვინეობა ჩელთიმ 7-10 მარტს იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში Foodex Japan-ის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. 

„მოგვეცა შესაძლებლობა იაპონელებისათვის გაგვეცნო ქართული ღვინოები და მოგვეყოლა ჩვენი ტრადისციების შესახებ. 

Foodex Japan 1976 წლიდან ტარდება და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა აზიაში“, - აცხადებენ კომპანიაში. 

მანამდე იაპონიაში ჩატარდა კონკურსი - “საკურა”, რომელზეც ჩელთის 2018 წლის განსაკუთრებული მოსავლის საფერავმა ოქროს მედალი აიღო. 

„ჩელთის“ ბრენდის ქვეშ 20-მდე დასახელების ღვინო და ორი დასახელების ჭაჭა 28 ქვეყანაში იყიდება.  ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გაგვაქვს გარკვეული მოცულობები. „ჩელთის“ ღვინო იყიდება გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და ბელგიაში, ჰოლანდიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში. ვიღებთ შეკვეთებს ევროკავშირის ქვეყნებიდან“, - აღნიშნავს კომპანიის კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი.

ამასთან, ანა მირიანაშვილი აღნიშნავს, რომ „ჩელთის“ სტრატეგიაა ბაზრების დივერსიფიკაცია.

„ჩვენი კომპანია არ არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზარზე. ამ ქვეყნებში გვაქვს გაყიდვების მნიშვნელოვანი სტატისტიკა“.

შეგახსენებთ, რომ THE WASHINGTON POST-მა „ჩელთის“ ღვინო მსოფლიოს იმ ხუთ ღვინოს შორის დაასახელა, რომელიც ყველამ უნდა გასინჯოს.

გამოფენა ჩელთი ღვინო

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები