დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„პსჟ“ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის სახით 11 მილიონ დოლარს სთავაზობს | Corriere dello Sport

„პსჟ“ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის სახით 11 მილიონ დოლარს სთავაზობს | Corriere dello Sport

22-06-2024 09:16:00

ფრანგული საფეხბურთო კლუბი „პსჟ“ „ნაპოლის“ ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის სახით 11 მილიონ დოლარს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სპორტული გაზეთი Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

Corriere dello Sport-ი აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახლა თავის კარიერაში არც ისე მარტივ პერიოდს განიცდის. 

„კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა და მამამ, ბადრი კვარაცხელიამ „იმედის“ ეთერში განაცხადეს, რომ „ნაპოლის“ დატოვებას აპირებენ კონტრაქტის განახლების შესახებ რთული მოლაპარაკების ფონზე“, - წერს იტალიური გაზეთი.

გაზეთის ინფორმაციით, პარიზული კლუბის შეთავაზების თანახმად, კვარაცხელია სეზონის განმავლობაში 11 მილიონ დოლარს მიიღებს ხელფასის სახით, ხოლო თავად კონტრაქტი 4-5 წლის პერიოდზეა გათვლილი.

უახლესი

16 საათის წინ

BIG STORY | სოსო ფხაკაძე

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები