ყაზახეთის მთავრობამ განიზრახა ენერგეტიკის დარგის დივერსიფიცირება, რაც ნახშირის გამოყენებას საგრძნობლად შეამცირებას და დადებითად აისახება გარემოს ზემოქმედებაზე, - ამის შესახებ.
ამ მიზნით ინიცირებული იყო ატომური ელეტროსადგურის მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში გამოიწვია უკმაყოფილება.
სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ მოსახლეობის რეალური დამოკიდებულების გადასამოწმებლად ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც რეფერედუმში მონაწილე მოსახლეობის 71%-მა დააფიქსირა ატომური სადგურის მშენებლობის მხარდაჭერა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რეფერენდუმში 7,8 მილიონმა ყაზახეთმა მიიღო მონაწილეობა (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 12 მილიონია), ანუ აქტივობამ 63,87% შეადგინა.
რეფერენდუმამდე სამი დღით ადრე, 3 ოქტომბერს, ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ყაზახეთი შესაძლოა „მსოფლიო პროგრესის მიღმა დარჩეს“.
„ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა გრძელვადიანი პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მდგრად პროგრესს ათწლეულების განმავლობაში და შექმნის პირობებს სხვადასხვა პროფილის ინჟინრებისა და სპეციალისტების მომზადებისთვის. და ამ უპირატესობებს სრულად იგრძნობს ჩვენი დღევანდელი ახალგაზრდობა და ყაზახეთის შემდგომი თაობები“, - აღნიშნა თოყაევმა დეპუტატთა რესპუბლიკურ ფორუმზე გამოსვლისას.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში თურქეთში ინფლაცია 47,09%-მდე შემცირდა6 საათის წინ
Bitcoin-ის ღირებულება მკვეთრად დაეცა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა