დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე საქართველოდან პირდაპირი ფრენები არ სრულდება - მამუკა კილაურიძე

ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე საქართველოდან პირდაპირი ფრენები არ სრულდება - მამუკა კილაურიძე

2023-05-23 14:30:30

ქვეყნიდან ზაფხულის სეზონზე პირდაპირი რეისების სიმცირეზე საუბრობენ გამყვანი ტუროპერატორები. მათი განმარტებით, დღეისათვის საქართველოდან საზღვარგარეთ, საზღვაო კურორტების მიმართულებით საკმაოდ ცოტა პირდაპირი რეისებია და ამ ფონზე, ერთადერთ მოთხოვნად მიმართულებად თურქეთი რჩება.

არის ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროები, თუმცა ზაფხულის სეზონზე იქ საკმაოდ ცხელა, რადგან ტემპერატურა მაღალია. 

„2022 წლის აგვისტოდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება საქართველოდან ნეაპოლია. ერთადერთი ამ მიმართულებაზე პირდაპირ Croco Airways-ს აქვს ჩარტერები, რომელიც სარეკლამო ხასიათისაა და ტურიზმს არ უკავშირდება.  

Wizz Air-მა, რომელიც ლოგიკურად უნდა ყოფილიყო ამ საქმის ინიციატორი, რადგამ ადრე ჰქონდათ რისები როგორც ბარის ასევე ფლორენციის, ბოლონიის მიმართულებით, არ გაუჟღერებიათ, რომ შესაძლოა, ნეაპოლის მიმართულებით დანიშნონ პირდაპირი ფრენები.

ამ დროს ნეაპოლი მხოლოდ იმიტომ ხომ არაა საინტერესო, რომ იქ ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს? ნეაპოლი  ფანტასტიკური მიმართულებაა. იქვეა საკმაოდ ბევრი საინტერესო საზღვაო კურორტი თუ კუნძული. ბევრია სანახავი და დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ქართველი სიამოვნებით წავიდოდა.

ნეაპოლს მშვენიერი სანაპიროები აქვს“, - აცხადებს Business Insuder Georgia-თან გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებლის და შპს "კლარკ რობინსის" აღმასრულებელი დირექტორის მამუკა კელაურაძე.

მისივე თქმით, გაუგებარია, თუ რატომ არ ინიშნება პირდაპირი ფრენები ნეაპოლის მიმართულებით.

„გარანტირებულად შეუძლიათ კვირაში სულ მცირე 1 რეისი ჰქონდეთ ნეაპოლზე. მით უმეტეს, რომ ბარიში უამრავი ქართველია, რომელიც დღემდე ითხოვს პირდაპირი ფრენების დანიშვნას“, - ამბობს მამუკა კელაურაძე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები