საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2025 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,4%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 0,2%-ით.
წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (7,8%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (6,3%), განათლება (5,5%), ჯანმრთელობის დაცვა (4,5%), დასვენება, გართობა და კულტურა (3,0%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2.8%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0,7%) და ასევე სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (6,7%).
სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: კავშირგაბმულობა (12,1%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-2,0%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (1,3%), ტრანსპორტი (-0,9%).
რაც შეეხება 2025 წლის იანვრის მონაცემების შედარებას 2024 წლის დეკემბერის მაჩვენებლებთან სტატისტიკა ასე გამოიყურება:
თვიურ ჭრილში HICP-ი გაიზარდა შემდეგ კატეგორიაში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1,2%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (0,9%), ჯანმრთელობის დაცვა (1,2%), სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (0.8%), დასვენება, გართობა და კულტურა (0.4%), კავშირგაბმულობა (0,1%), განათლება (0,0%).
თვიურად HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-2,3%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-1.0%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (-0.6%), ტრანსპორტი (-0,3%).
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.
უახლესი
17 წუთის წინ
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი7 საათის წინ
1 ევროს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7865 ლარია