ყველა სექტორში არის კვალიფიციური მუშა-ხელის დეფიციტი, - ამის შესახებ Galt & Taggart სექტორული კვლევების მიმართულების უფროსმა კახა სამყურაშვილმა მედიას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციაზე, სახელწოდებით “როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი” სექტორული კვლევის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„ზოგადად ჩვენი საქმიანობა არის , გადაწყვეტილების მიმღებებისთვის, ბიზნესისთვის ინფორმაციისა და ანალიზის მიწოდება. დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, მიგვეტანა ის ინფორმაცია რაც გვაქვს ამა თუ იმ სექტორთან მიმართებით. მაგალითად, დღეს გვქონდა ოთხი სექტორის წარდგენა: ეს იყო FMSG, უძრავი ქონების ბაზარი, განათლებისა და ტურიზმის სექტორები. ყველგან არის განსხვავებული ვითარება. მაგალითად, FMSG სექტორში მაღალი ეკონომიკური ზრდის ეფექტი არის ის, რომ სექტორის შემოსავლები იზრდება ძალიან სწრაფად, მომხმარებელი იცვლება და აქცენტს აკეთებს თანამედროვე ფორმატის მაღაზიებზე. რაც ვფიქრობთ, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რაც გვაქვს ეკონომიკურ ზრდაში მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
რაც შეეხება უძრავი ქონების ბაზარს, აქ განსაკუთრებული ყურადღება არის მიპყრობილი და განსაკუთრებით სენსიტიურია მისი ზომიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე. მაგალითად უძრავი ქონების ბაზარზე რთული იყო ბოლო რამდენიმე თვე. მაგალითად მაისში, არასტაბილური გარემოს ლარის მერყეობისა და დასვენების დღეების დიდი რაოდენობის გამო მკვეთრად შემცირდა უძრავი ქონების გაყიდვები, თუმცა შემდეგ თვეებში გაყიდვები გაუმჯობესდა და უკეთესობა არის. თუმცა შესაძლოა, უძრავი ქონების შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა იზრდება, მაგრამ მაინც შესუსტებული რჩება, რადგან ადამიანები ელოდებიან წლის ბოლოს იმისთვის, რომ მიიღონ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.
მისი შეფასებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე ყველა სექტორის მოლოდინი განსხვავებულია:
„მაგალითად, მაღალი ეკონომიური ზრდა ნიშნავს მეტ აქტივობას უძრავი ქონების სექტორში, თუმცა ადამიანები ელოდებიან წლის ბოლოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ.
ტურიზმის სექტორისთვის ძალიან კარგი იყო ბოლო რამდენიმე თვე. მაგალითად, ივლისი და აგვისტო. განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით გამოვყოფდი ბათუმს. თბილისშიც იგივე მდგომარეობაა ძირითადი პარამეტრების თვალსაზრისით, რაც გასულ წელს. ბათუმისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი წელი იყო. შეიძლება ითქვას, რეკორდული სასტუმროების დატვირთულობის თვალსაზრისით. მაგალითად, თბილისი დამოკიდებულია ევროპელ ტურისტებზე და აქედან შედარებით სუსტი ნაკადი გვყავდა, ხოლო ბათუმი აზიელ ტურისტზე, სადაც საკმაოდ კარგი ნაკადები გვქონდა“, - აღნიშნა კახა სამყურაშვილმა.
რაც შეეხება გამოწვევებს, Galt & Taggart სექტორული კვლევების მიმართულების უფროსი ყველა სექტორისთვის კვალიფიციური მუშა-ხელის დეფიციტს ასახელებს.
„ამ ყველა სექტორში არის კვალიფიციური მუშა-ხელის დეფიციტი. სერვისის სექტორში თანამშრომლების იმდენად სწრაფი ცვალებადობაა, რომ ადამიანური რესურსის ნაკლებობაა და არა კვალიფიციური მუშა-ხელის ნაკლებობა. ეს ყველა მიმართულებაში ცალსახაა.
უახლესი
2 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან4 საათის წინ
თბილღვინომ პრემიალური ღვინოების კოლექცია წარადგინა