დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გეგმები აქვს 2025 წელს ONEX-ს და როგორი იყო საერთაშორისო გადამზიდი კომპანიისთვის 2024 წელი

რა გეგმები აქვს 2025 წელს ONEX-ს და როგორი იყო საერთაშორისო გადამზიდი კომპანიისთვის 2024 წელი

06-01-2025 12:00:00

 2025 წელს პირველ რიგში ვგეგმავთ ონლაინ სავაჭრო პლატფორმების დამატებას  და პარტნიორი კომპანიების რაოდენობის ზრდას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საერთაშორისო ამანათების გადამზიდი კომპანია ONEX-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ადამიამ განაცხადა. მარიამ ადამიას თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ONEX-ს ინტენსიური მოლაპარაკებები უკვე აქვს.

„ასევე აუცილებლად გაიზრდება გაცემის პუნქტების რაოდენობა, როგორც ლოქერების, ასევე Delivo-ის სერვის ცენტრების კუთხით, მთელი საქართველოს მასშტაბით და მესამე და ყველაზე მთავარი მომდევნო წელს არსებული ტვირთების რაოდენობა მინიმუმ გასამმაგდება. ამის თქმის საფუძველს კი მაძლევს ჩვენივე სტატისტიკა. 

მოკლედ, გაჩერებას არ ვაპირებთ და კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე ელოდება ONEX-ის მომხმარებლებს მომდევნო წელს“, - აცხადებს მარიამ ადამიანი.
კომპანიის წარმომადგენელი 2024 წელს ბაზარზე ONEX-ის ოპერირებას წარმატებულად აფასებს და მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ყველაფერი კეთდება მომხმარებლებისათვის არსებული სერვისების უმაღლესი ხარისხით მიწოდებისათვის. 

საერთაშორისო ამანათების გადამზიდი კომპანია ONEX-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერი განმარტავს, რომ  2024 წელს ONEX-ის მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე სტაბილურად მზარდია. 
მარიამ ადამიას თქმით, ასევე იცვლება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ONEX-ის  მომხმარებლები ამანათებს ყველაზე ხშირად იწერენ. 
„მიმდინარე პერიოდში ყველაზე აქტუალური აშშ და ჩინეთია. ეს ფაქტი განაპირობა იმანაც, რომ ONEX-ის პარტნიორი 2024 წელს გახდა უდიდესი ჩინური სავაჭრო პლატფორმა – Pinduoduo, რის შედეგადაც, მომხმარებლებს ნივთის გამოწერისას ჩინური მისამართის გამოყენება აღარ უწევთ, უთითებენ ქართულ მისამართს და ამანათს იღებენ საქართველოში. ამავე მოდელით მუშაობს, ONEX-ის პარტნიორი კომპანია Temu და ამერიკული კომპანია Iherb-იც. 
გარდა ამისა, მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებელს შევთავაზოთ სიახლეები და ტრანსპორტირების დაბალი ტარიფები. მაგალითად, ამ ეტაპზე კომპანია ONEX-ს ამერიკის გზავნილებზე ტარიფი განახევრებული აქვს და 1 კგ ამანათის ტრანსპორტირება - $ 5.5-ია, რაც დაახლოებით, 50%-ით ნაკლებია ბაზარზე არსებულ ტარიფებთან შედარებით“, - აცხადებს  კომპანია ONEX-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ადამია.
რაც შეეხება გაცემის პუნქტებს, Onex X Delivo-ის ურთიერთთანამშრომლობის  შედეგად, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 40-ზე მეტი სერვის ცენტრით საქართველოს 25 ქალაქში და ეს მაჩვენებლები მუდმივად მზარდია. 
„რაც შეეხება თბილისის მოსახლეობას, აქაც, თუკი მაგალითად ვაკეში ცხოვრობთ არაა საჭირო საბურთალოზე მოსვლა, ჩვენს სათავო ოფისში ამანათის მისაღებად, რადგან ყველა უბანში, სახლთან/სამსახურთან ახლოს შეგიძლიათ იპოვოთ სასურველი სერვისცენტრი. 

წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ისიც, რომ მოსახლეობას რეგიონებში საშუალება მივეცით ეშოპინგათ ბიუჯეტურად და გამოწერილი ამანათი მიეღოთ ძალიან სწრაფად, იმ სერვის ცენტრში, რომელიც მათ სახლთან, ან სამსახურთან ყველაზე ახლოსაა, იქნება ეს აჭარა, სვანეთი, რაჭა თუ სხვა დანარჩენი რეგიონი. მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნული სერვისის მიღება კი სრულიად უფასოა  ONEX-ის მომხმარებლისთვის. ეს ცვლილება კი სტატისტიკაზეც აისახა და საკმაოდ გაზრდილია რეგიონებში ონლაინ შოპინგის მომხმარებლების რაოდენობა“, - აცხადებს ადამია.  
ONEX  საერთაშორისო გადამზიდი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, ხოლო საქართველოში  შვილობილი კომპანია ოფიციალურად, 2023 წლის 5 მაისს ა.ყაზბეგის 19ბ - ში გაიხსნა.
„კომპანიის ორი მთავარი უპირატესობა, რითაც საერთაშორისო ბაზარზე და ახლა უკვე საქართველოშიც, კონკურენტებისგან გამოირჩევა არის ინოვაციურობა და სისწრაფე.  
ONEX-ი მრავალ ინოვაციურ IT გადაწყვეტილებას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის IT გუნდმა სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნა ინოვაციური და ძალიან ადვილად გამოსაყენებელი მობაილ აპლიკაცია -  Onex Georgia და ვებ-გვერდი - Onex.ge, სადაც მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია მიიღოს ინფორმაცია.
ONEX - ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა Customer Support , კომპანიის IT გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ყველანაირი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ლაივ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა და კითხვებზე პასუხი, როგორიცაა სოციალური არხების ლაივ ჩათი, ჩათ ბოტი, სოციალური ქსელების ინბოქსი და ქოლ-ცენტრი.
ONEX - ის მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ იშოპინგონ ისეთ ცნობილ მაღაზიებში, როგორებიცაა  Amazon, Ralph Lauren, Victoria’s Secret,  ebay, Taobao,  Pinduoduo, Inditex Group-ში შემავალი მაღაზიები და სხვა“, - აღნიშნავს ONEX-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერი.
კომპანია ONEX-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ისიც, რომ ფიზიკური პირებისთვის ანგარიშდება რეალური წონის ტრანსპორტირების თანხა.
ONEX - ის მნიშვნელოვანი სმარტ გადაწყვეტილებაა ასევე ავტომატიზებული გამცემი პუნქტი ე.წ Smart Wall, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ბარკოდის გამოყენებით ძალიან მარტივად მიიღოს ამანათები.
მონაცემთა ანალიზის საშუალებით, Smart Wall-ს შეუძლია ესაუბროს მომხმარებელს, გააცნოს კომპანიის ახალი სერვისები, მისცეს რჩევები და ა.შ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები