დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ღირს კუნძულ ბალიზე დასვენება

რა ღირს კუნძულ ბალიზე დასვენება

2023-05-23 17:00:57

კუნძულ ბალიზე დასვენებაზე მოთხოვნა მზარდია. როგორც ტურისტული კომპანია Voyager 365-ის გენერალური მენეჯერი გოგა ქუცნიაშვილი Business Insider Georgia-თან აცხადებს, ბალიზე დასვენების ტურის საშუალო ღირებულება 4 500 ლარიდანაა და ადგილზე ტურისტს დამატებით მრავალი სერვისების მიღება შეუძლია. 

„ბალის ტურის ბიუჯეტი 7 დღიანი ტურის შემთხვევაში 1 ადამიანზე საშუალოდ 4 500 ლარიდან იწყება, რომელშიც შედის ავიაბილეთები, ადგილზე სასტუმროში განთავსება, სავიზო მოსაკრებელი და ტრანსფერი. ეს არის საშუალო ფასი სტანდარტულად გათვლილი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში.

ადგილზე ტურისტებს საკმაოდ ბევრი აქტივობები ხვდებათ, გამომდინარე იქიდან, რომ ბალი ინდონეზიის ყველაზე დიდი კუნძულია და საკმაოდ ბევრი ტურისტული ადგილები სწორედ ბალიზეა თავმოყრილი.

საკმაოდ მრავალფეროვანია ის ადგილობრივი სერვისები, რომელსაც თავად ბალი გთავაზობთ. თვითონ კუნძულზე კი სტანდარტულად ყველაზე მოთხოვნადი ტურებია: ბრინჯის ტერასები, ლემპუიანგის ტაძარი, მაიმუნების ტყე და სხვა მრავალი ისეთი ლოკაცია, რომელიც საკმაოდ აქტუალურია ტურისტებისთვის“, - განმარტავს გოგა ქუცნიაშვილი.

Voyager 365-ის გენერალური მენეჯერის განმარტებით, პოპულარულ ლოკაციებზე ტურების ღირებულება ადგილზე 25 დოლარიდანაა და ფასი ცვალებადია თავად ტურის შემადგენლობისა და თარიღის მიხედვით.

„ბალის ტურები საკმაოდ მოთხოვნადია. ჩვენ მაისში გვქონდა ჯგუფური ტური და საკმაოდ კმაყოფილი დაბრუნდა ყველა. ბალი, დაბალბიუჯეტიან მიმართულებად არ ითვლება, უფრო მაღალბიუჯეტური მიმართულებაა და მიუხედავად ამისა დაინტერესება ქართველი დამსვენებლების მხრიდან საკმაოდ მაღალია.

მოთხოვნა მაღალია და შესაბამისად მიწოდებაც ჩვენი მხრიდან აუცილებლად იქნება“, - განმარტავს Voyager 365-ის გენერალური მენეჯერი.

მისივე თქმით, კუნძულ ბალიზე მოხვედრა ყველაზე ოპტიმალურია შემდეგი მარშრუტით: თბილისი-დუბაი: ავიაკომპანია flydubai, ხოლო შემდეგ დუბაი-ბალი: ავიაკომპანია Emirates-ი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები