გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა British Airways-მა საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო. ავიაკომპანია ლონდონი-თბილისი-ლონდონის საჰაერო ხაზზე ფრენებს 30 მარტიდან შეუდგება და სწორედ აღნიშნულ პირველ რეისზე ავიაბილეთები შედარებით ძვირია, ხოლო შემდეგ რეისებზე ცალმხრივი ავიაბილეთი ანუ ლონდონი-თბილისის რეისზე €199-დანაა, ხოლო თბილისი-ლონდონის მიმართულებაზე €100-დან.
მაშ ასე British Airways-ი სამ სატარიფო პოლიტიკას აერთიანებს: Economy Basic, Economy Plus და Business.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. შედეგად, ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დედაქალაქები დაუკავშირდებიან.
ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით ჰითროუს აეროპორტიდან შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com უკვე შესაძლებელია.
„American Airlines”-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა British Airways-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით.
უახლესი
2 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან4 საათის წინ
თბილღვინომ პრემიალური ღვინოების კოლექცია წარადგინა