რა ღირს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლა
18-05-2023 00:00:54
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ეკონომიკის ფაკულტეტზე (ბაკალავრი) სწავლის წლიური ფასი უნივერსიტეტების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა უმაღლესი სასწავლებლებს უმეტესობას წლიური ტარიფი 2250 ლარი აქვს.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ ეკონომიკის მიმართულებით უმაღლესი ცოდნის მიღება ყველაზე ძვირი სტუდენტისთვის „კავკასიის უნივერსიტეტშია“, სადაც ქართულენოვან სექტორზე სწავლის წლიური საფასური 4590 ლარია, ხოლო ინგლისურენოვან სექტორზე 4990 ლარი.
რა ღირს სწავლა ეკონომიკის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა - 500
- ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) წლიური საფასური - 3490 ლარი ადგილების რაოდენობა - 150
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა - 35
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა - 100
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა - 35
- სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა - 50
- ქუთაისის უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა 25
- სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (ქ. ფოთი) წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა - 15
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ქართულენოვანი) წლიური საფასური - 2460 ლარი ადგილების რაოდენობა - 30
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ინგლისურენოვანი) წლიური საფასური - 2460 ლარი ადგილების რაოდენობა - 20
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური - 2250 ლარი ადგილების რაოდენობა - 30
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური 2250 ლარი ადგილების რაოდენობა 45
- საქართველოს უნივერსიტეტი წლიური საფასური - 3200 ლარი ადგილების რაოდენობა - 25
- კავკასიის უნივერსიტეტი წლიური საფასური 4590 ლარი ადგილების რაოდენობა 30
- კავკასიის უნივერსიტეტი (ინგლისურენოვანი) წლიური საფასური - 4990 ლარი ადგილების რაოდენობა - 30
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლიური საფასური 2250 ლარი ადგილების რაოდენობა 30
- ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი წლიური საფასური 3250 ლარი ადგილების რაოდენობა 25