მსხვილ სადისტიბუციო ქსელებში 1 ლიტრ სხვასასხვა ტიპის საწვავსა და დიზელზე შემდეგი ფასები ფიქსირდება:
სოკარი
ვისოლი
ლუკოილი
რომპეტროლი
გალფი
პორტალი
16 სექტემბრის მდგომარეობით, მსხვილ სადისტრიბუციო ქსელებში 1 ლიტრი პრემიუმის საწვავის ფასი 2.99 ლარიდან 3,38 ლარამდეა.
ევროდიზელი ყველაზე ძვირი „რომპეტროლის“ ქსელშია და 3.43 ლარი ღირს, ყველაზე იაფი კი გალფის ქსელში 3.29 ლარი.
16 სექტემბრის მონაცემებით, LPG (თხევადი გაზი) გაიაფდა სოკარის ქსელში 2.05 -დან 1.80-მდე 25 თეთრით. ფასი მცირედითაა შემცირებული სხვა ქსელებშიც.
საქსტატის თანახმად, 2024 წლის 7 თვეში საქართველოში უცხოეთიდან $770 მილიონის ღირებულების ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 2024 წლის 7 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტმა საწვავის აქციზიდან 372 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მილიონი ლარით, ანუ 14%-ით არის გაზრდილი.
უახლესი
16 საათის წინ
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება