დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სარგებელს მიიღებს ბათუმი, მას შემდეგ, რაც ხელოვნური კუნძული აშენდება - Ambassadori Batumi Island

რა სარგებელს მიიღებს ბათუმი, მას შემდეგ, რაც ხელოვნური კუნძული აშენდება - Ambassadori Batumi Island

14-06-2024 15:10:00

Ambassadori Batumi Island-ის ინოვაციური პროექტი, რომელიც ბათუმში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და კუნძულის მშენებლობას ითვალისწინებს, ახალ ფაზაში გადავიდა. ორი ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის მშენებლობა ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს

კომპანიის გადაწყვეტილებით, ტერიტორიის უდიდესი ნაწილი (49%) სრულად დაეთმობა სარეკრეაციო ზონის მოწყობას. 15 ჰექტრიდან 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენდება ტყე-პარკი, სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები. აღნიშნული სივრცეებით სარგებლობის საშუალება კი ნებისმიერ მსურველს ექნება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს არის ბათუმის განვითარების უმსხვილესი პროექტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქალაქს საერთაშორისო პოზიციაზე აყვანასა და ტურისტულ ცენტრად ქცევას ისახავს მიზნად.

„84 ჰექტარზე განთავსებული კუნძული ქალაქის განუყოფელი ნაწილი გახდება, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ყველაფერი, რაც უბნის/ქალაქის ეფექტიან ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს“,- აცხადებენ კომპანიაში.

რეგიონში პირველი ხელოვნური კუნძული ადგილობრივსა თუ ჩამოსულ მომხმარებლებს ამოუწურავ შესაძლებლობებს შესთავაზებს, როგორც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და განვითარებას, ასევე პასიური თუ აქტიური დასვენების გზებს, ახალი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების დაგროვებას. საცხოვრებელი ბინები; აპარტ სასტუმრო და სასტუმრო; კერძო ვილები; სავაჭრო ცენტრები; სამუშაო სივრცეები; საგანმანათლებლო დაწესებულებები; რეკრეაციული ზონები; სპორტული აქტივობები; თანამედროვე და პირველი დიდი იახტ კლუბი საქართველოში; ეკო ტრანსპორტი – საფეხმავლო და ველო ბილიკები, საჰაერო ტაქსების სადგომი. ეს ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი.

რა წვლილს შეიტანს პროექტი ეკონომიკის ზრდასა და გაუმჯობესებაში?

ამ თემაზე საუბრისას კომპანიაში აცხადებენ, რომ კუნძულის არსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ქალაქის უბნებში მაღალსართულიან განაშენიანებაზე მოთხოვნას, მოსახლეობის გადანაწილება მოხდება კუნძულის ტერიტორიაზე. ეს ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიული უბნების იერსახის შენარჩუნებისთვის, მეორე მხრივ კი წყალმომარაგების სისტემებზე არ იქნება მაღალი ზეწოლა.

„2 ნახევარკუნძულსა და კუნძულზე დაგეგმილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მიმზიდველი იქნება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისათვის თუ ბიზნეს წრეებისათვის, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს აჭარის რეგიონსა და ქვეყანას. ამასთან შესაძლებელი გახდება დაახლოებით 7 000 სამუშაო ადგილის შექმნა, ეს კი პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს“, - აცხადებენ კომპანიაში.

ხელოვნური კუნძულის პროექტზე მუშაობენ შემდეგი კომპანიები: Yüksel Proje –  თურქული კომპანია, რომელიც 1978 წლიდან ოპერირებს და უზრუნველყოფს საინჟინრო, დიზაინისა თუ მშენებლობის ზედამხედველობის მომსახურებას 30-ზე მეტ ქვეყანაში; SHoP Architects – არქიტექტურული კომპანია ქვემო მანჰეტენში, რომელიც მომსახურებას უწევს საცხოვრებელ სახლებს, კომერციულ შენობებს, სკოლებსა და კულტურულ დაწესებულებებს და დღესდღეობით ქმნის თანამედროვე მსოფლიო არქიტექტურის განვითარების ტრენდს; ARUP – ბრიტანული მრავალეროვნული პროფესიონალური სერვისების კომპანია უზრუნველყოფს დიზაინის, ინჟინერიის, არქიტექტურის, დაგეგმვისა და საკონსულტაციო მომსახურებებს ქალაქების განაშენიანების ყველა ასპექტში. Colliers – ლიდერი კომპანია, რომელიც 29 წელზე მეტია საჭირო კონსულტაციას უწევს ბიზნესებს პროფესიონალური სერვისების მიწოდებისა და ინვესტიციების მენეჯმენტში.

„სწორედ მათი და სხვა მრავალი პროფესიონალი ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდის ჩართულობით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ Ambassadori Batumi Island-ის პროექტი დიდ ფანჯარას გაჭრის მომავალში, სადაც მხოლოდ განვითარებული, ინოვაციური და მდგრადი სისტემაა დამკვიდრებული“, - აცხადებენ კომპანიაში.

რა სარგებელს მიიღებთ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ?

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Ambassadori Batumi Island-ის პროექტს აქვს ამბიცია დაამკვიდროს ახლებური ცხოვრების წესი, რაც მეტი ჯანსაღი და ეკომეგობრული გარემოს შექმნას გულისხმობს. თითოეული ადამიანი, რომელიც ამ სივრცეში მოხვდება, განსაკუთრებულად დადებითი ენერგიით, შთაბეჭდილებებითა და გამოცდილებით აივსება.

„მდგრადი ურბანული გარემო: კუნძული დატვირთული იქნება მრავალფეროვანი სოციალური და კულტურული ცხოვრებით. აქ მყოფ ნებისმიერ ადამიანის ახალი გამოწვევა იქნება ახლებურად და ხელახლა აღმოაჩინოს ქალაქი და ჩაერთოს მისთვის საინტერესო აქტივობებში. გამართული ეკოსისტემა: პროექტის უდიდესი ნაწილი მოცულია რეკრეაციული ზონების განაშენიანებით, ეს ერთი მხრივ მიმართული იქნება გარემოს დაცვისკენ, მეორე მხრივ კი მოსახლეობის გაჯანსაღებისაკენ.

ადგილზე მობილიზებული იქნება ველობილიკები, ეკო და საზღვაო ტრანსპორტი, სპორტული კლუბები, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. კერძო ვილები: ვის არ უოცნებია კერძო ვილაზე პანორამული ხედით ზღვაზე, განტვირთვაზე და ამასთან ურბანული ცხოვრების ეპიცენტრში ყოფნაზე – ახლოს სანაპიროსთან და ქალაქთან. ნებისმიერ მსურველს შეეძლება ეს ოცნება ხელშესახები გახადოს და გახდეს ვილის მეპატრონე, რაც უძრავი ქონების ფლობის გარდა, დამატებით შემოსავლის წყაროდაც შეეძლება აქციოს – გააქირაოს ვილა მაშინ, როცა მოესურვება და თავისი წილი სამოთხე სხვასაც გაუზიაროს“, - აცხადებენ კომპანიაში.

ასევე პროექტის ფარგლებში მოეწყობა პირველი დიდი იახტ კლუბი საქართველოში. ეს იქნება სივრცე, სადაც არაერთი დაუვიწყარი ღონისძიება მოეწყობა.

„დამსვენებლები დატკბებიან უმშვენიერესი ხედით, მზის ჩასვლით და გაისეირნებენ იახტით სასურველი მიმართულებით. ბათუმი დროთა განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ტურისტებისთვისა და ბიზნეს სექტორებისთვის სასურველ ადგილად იქცევა, რაც ეკონომიკის განვითარებასა და მსხვილი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ Ambassadori Batumi Island არის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ბათუმის ზღვისპირა სივრცეში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ (ეს კომპანია სპეციალურად ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის შეიქმნა 2021 წლის ზაფხულში) პროექტს „ამბასადორი ჯგუფი” აფინანსებს, რომელიც საქართველოში არაერთ სასტუმროს ფლობს, მათ შორის თბილისსა და კაჭრეთში.

კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმს 2021 წლის 28 სექტემბერს, ბათუმში ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და კომპანია „ამბასადორ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა თორნიკე ქებურიამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

15 საათის წინ

BIG STORY | სოსო ფხაკაძე

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები