მმართველი პარტია სიგარეტსა და „აიქოსზე“ აქციზის გადასახადის გაზრდას გეგმავს. „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მალე დაინფიცირდება, რომლის მიხედვითაც აქციზი „აიქოსის“ შემთხვევაში გაიზრდება 15 თეთრით, ხოლო სიგარეტის შემთხვევაში 20 თეთრით.
საინტერესოა რა შემოსავალს იღებს დღეს ბიუჯეტი თამბაქოს აქციზის გადასახადიდან? შემოსავლებში თამბაქოს აქციზიდან მიღებული შემოსავლები აღირიცხება ორანიდან, ერთია ადგილობრივი თამბაქოს აქციზიდან მიღებული შემოსავლები, ხოლო მეორეა იმპორტირებული თამბაქოს აქციზიდან მიღებული შემოსავლები.
იმპორტირებული თამბაქოს აქციზიდან მიღებული შემოსავლები 22,3%-იან ზრდას აჩვენებს. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში იმპორტირებული თამბაქოს აქციზიდან ბიუჯეტში 959,161,477.93 ლარი შევიდა, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 783,949,576.49 ლარი.
იმპორტირებული თამბაქოს აქციზიდან ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები წლების მიხედვით:
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული თამბაქოს რეალიზაციიდან 2024 წლის 10 თვეში ბიუჯეტში 37,797,154.07 ლარი შევიდა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 5,5%-იანო კლებაა, რადგანაც საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში 40,010,902.57 ლარის აკუმულირება მოხდა.
საქსტატის ინფორმაციით, თამბაქოსა და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელების იმპორტი ღირებულებით ჭრილში 8,2%-იან ზრდას აჩვენებს. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში 165,413.48 ათასი დოლარის ღირებულების თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელების იმპორტი განხორციელდა, 2023 წლის 10 თვეში კი 152,826.01 ათასი დოლარის.
შემოსავლების საიტზე განთავსებული ინფორმაციით, თამბაქოს ნაწარმის აქციზის დაბეგვრა ხდება შემდეგნაირად – თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით;
როგორ ხდება სიგარეტებზე აქციზის თანხის დაანგარიშება?
უახლესი
48 წუთის წინ
თურქეთი 2026 წელს 5G ინტერნეტის დანერგვას გეგმავს1 საათის წინ
„შინაო“ ჰორეკა სექტორს ახალ პროდუქტს შესთავაზებს