2025 წელს ვგეგმავთ თბილისში ბრენდული კაფე-მაღაზიას გახსნასა და გაყიდვებს ზრდას,- ამის შესახებ Business Insider Georgia- თან შვეიცარიული აგრარული სკოლა ,,კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ განაცხადა.
აგრარული სკოლა ,,კავკასიის“ დირექტორი მიმდინარე წელს წარმატებულად აფასებს.
„წელს დავიწყეთ მოკლევადიანი გადამზადების პროგრამები და ეს მიმართულება წარმატებული იყო და ბევრი ტრენინგი ჩავატარეთ. USAID-თან თანამშრომლობით შედგა ეს პროგრამა და 150-მდე ფერმერი გადამზადდა“, - აცხადებს თინათინ ჯაფარიძე.
რაც შეეხება სამეწარმეო მიმართულებას, მისი თქმით, გაიზარდა სუპერმარკეტების დახლებზე წვდომა, რაც მაღალი მოთხოვნით არის განპირობებული.
„წარმოებული პროდუქტის მასშტაბს ვზრდით. გასული წლის ბოლოს რამდენიმე ახალი პროდუქტი დაგვემატა, მათ შორის იოგურტი, კარაქი, ყველი და სხვა, რაც 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებია. სამეწარმეო ბიზნესში უკვე საკმაოდ აქტიურად ვართ წარმოდგენილი.
გარდა ამისა, გავზარდეთ გაყიდვები და სუპერმარკეტების დახლებზე წვდომის არეალს ვაფართოებთ. წელს დავიწყეთ ქსელურ მაღაზიებთან აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის, გუდვილთან", კარფურთან" და სხვა. შესაბამისად, გაყიდვები დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი", - ამბობს თინათინ მახარაძე Business Insider Georgia- თან.
ცნობისთვის, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში შვეიცარიული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით, სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს.
უახლესი
14 საათის წინ
„ქართული ჩაი ბუეთი“ ასორტიმენტს აფართოებს15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8186 ლარია