დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის შემოსავლების ძირითად წყაროს

რა წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის შემოსავლების ძირითად წყაროს

2023-05-27 02:30:12

2022 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 19.0 პროცენტით გაიზარდა და 1 453.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 18.6 პროცენტით გაიზარდა და 432.7 ლარს გაუტოლდა.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.9 პროცენტი შეადგინა

ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლები ქალაქის ტიპის დასახლებებში 14.9 პროცენტით გაიზარდა და 967.9 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 21.4 პროცენტით გაიზარდა და 628.1 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 46.1 პროცენტი შეადგინა.

ასევე გაზრდილია თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 2.2 პროცენტული პუნქტით და 12.4 პროცენტს უტოლდება. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.6 პროცენტი შეადგინა.

ფულადი შემოსავლების და ტრანსფერტების კატეგორიების პროცენტული განაწილება, 2022 წელი

  • დაქირავებული შრომიდან - 46.1%;
  • პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები - 21,6%;
  • თვითდასაქმებიდან - 12,4%;
  • საჩუქრად მიღებული ფული - 7,8%;
  • სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან - 7,1%;
  • უცხოეთიდან მიღებული გზავნილები - 4.0%;
  • ქონებიდან (გაქირავებიდან, პროცენტი ანაბრიდან - 1.0%,

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები