ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე 18 თებერვალს, ესპანეთთან ბრუნდება. მან სუპერ თასის ფინალური შეხვედრის შემდეგ მიღებული დისკვალიფიკაცია მოიხადა და „ლომებთან“ მატჩში გუნდს 43-ედ წარუძღვება.
საქართველო 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ესპანეთს ტორელავეგაში, ჩვენი დროით 22 საათზე ერკინება. თასის ნახევარფინალის საგზური ორივე გუნდს განაღდებული აქვს, მომავალი შეხვედრა კი ჯგუფის გამარჯვებულს გაარკვევს და ის მარტის პირველ უქმეებზე „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსანს უმასპინძლებს. შესაბამისად, ეს არის შანსი, რომ ბორჯღალოსნები ორი კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ წარსდგნენ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე.
ნიდერლანდებთან 40:8 მოგების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. შარიქაძე ცენტრში გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ფრთებზე კვლავ აკა ტაბუცაძეს და სანდრო თოდუას ვიხილავთ, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია. 9 ნომრის პოზიციაზე სასტარტოში ბრუნდება ვასილ ლობჟანიძე, მგეზავი კი თედო აბჟანდაძეა.
შერკინების პირველ ხაზში, კვაჭის პოზიციაზე შალვა მამუკაშვილს ვიხილავთ, ბურჯები კი კვლავ ნიკა აბულაძე და ბექა გიგაშვილი იქნებიან. მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა კოტე მიქაუტაძემ და მას ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, რომელსაც ნიდერლანდებთან არ უთამაშია. მესამე ხაზში ბრუნდება შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონია, გიორგი ცუცქირიძე და ბექა საღინაძე და კი წლევანდელი რაგბი ევროპის მესამე თამაშსაც სასტარტოში იწყებენ.
მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ, მეორეხაზელმა ლადო ჩაჩანიძემ, 9 ნომერმა გელა აფრასიძემ და ცენტრმა დემე თაფლაძემ. კვლავ მარქაფაში არიან ბურჯი სერგო აბრამიშვილი, მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და მგეზავი ლუკა მატკავა. თადარიგშია ბურჯი გურამ პაპიძე, რომელიც გერმანიასთან სასტარტოში იყო, ნიდერლანდებთან კი არ უთამაშია.
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 18 კეპი, 38 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 25 კეპი, 110 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 44 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 104 კეპი, 80 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 39 კეპი, 313 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 72 კეპი, 73 ქულა):
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 7 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 94 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 31 კეპი, 10 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 43 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 79 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 26 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 33 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 19 კეპი, 25 ქულა);
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 27 კეპი, 30 ქულა), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 2 კეპი), 18. გურამ პაპიძე (პო, 6 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 7 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 20 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 42 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 4 კეპი, 32 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 22 კეპი, 5 ქულა).
უახლესი
24 წუთის წინ
რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა კონცენტრაციისას3 საათის წინ
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ