ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 595 986 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 22 721 771 ათასი ლარია.
2022 წლის ივლისის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 7 784 144 ათასი ლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 21 524 716 ათას ლარს უდრიდა.
მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 176 990 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 21 614 238 ათასი ლარია.
2023 წლის ივლისის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 065 998 ათასი დოლარია, ანუ 16 034 252 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
აზიის განვითარების ბანკი (ADB),
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)
რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი
12 საათის წინ
Palantir (PLTR) მალე S&P 500 (SPY)-ს შეუერთდება12 საათის წინ
როგორ გავიგოთ ბავშვების ემოციები სწორად12 საათის წინ
Sony-მ PlayStation 5 Pro დააანონსა