USD 2.6783

EUR 2.8422

TRY 0.0977

GBP 3.2852

RUB 0.027425

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენია საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება და როგორაა მისი პორტფელური გადანაწილება

რამდენია საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება და როგორაა მისი პორტფელური გადანაწილება

2023-09-18 10:30:13

საპენსიო სააგენტო აგვისტოს ყოველთვიურ საინვესტიციო ანგარიშს აქვეყნებს თითოეული საინვესტიციო პორტფელის მიხედვით.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, 7 აგვისტოს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, განხორციელდა დაგროვილი საპენსიო აქტივების რეალოკაცია სამ განსხვავებულ რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში: კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიური.

2023 წლის აგვისტოს ანგარიშის მიხედვით:

დინამიური პორტფელის ზომა 2,940 მლნ ლარია და იგი 914,200 მონაწილეს მოიცავს. აგვისტოს თვის წმინდა ამონაგებმა 0.66% შეადგინა, რაც ლარებში გამოხატული 29 მილიონი ლარია.

დაბალანსებული პორტფელის ზომა 582 მლნ ლარია და იგი 197,106 მონაწილეს მოიცავს. აგვისტოს თვის წმინდა ამონაგებმა 0.64% შეადგინა, რაც ლარებში გამოხატული 3 მილიონი ლარია.

კონსერვატიული, პორტფელის ზომა 329 მლნ ლარია და იგი 150,386 მონაწილეს მოიცავს. აგვისტოს თვის წმინდა ამონაგებმა 0.04% შეადგინა, რაც ლარებში გამოხატული 2 მილიონი ლარია.

2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.85 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 686 მილიონი ლარია.

broker

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები