საქართველოს რკინიგზა ვირტუალური ქსელის ინფრასტრუქტურის შესყიდვას აპირებს, რაშიც მაქსიმუმ 7 415 952 ლარის გადახდას აპირებს. აღნიშნული ინფრასტრუქტურის შესაძენად რკინიგზამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ირკვევა, რომ საქართველოს რკინიგზამ ტენდერის გამოცხადებამდე ბაზრის კვლევის ჩასატარებლად და ბაზარზე არსებული მდგომარეობის მოკვლევისთვის, სატენდერო დოკუმენტაცია დაუგზავნა კომპანიებს: შპს "ჯი-თი ჯგუფი"-ს, შპს „იუ-ჯი-თი“-ს და შპს „გრინ სისტემს“.
როგორც სატენდერო პირობებშია აღნიშნული, შემოთავაზებული მოწყობილობ(ებ)ი/აღჭურვილობა უნდა იყოს ახალი, გამოშვებული არაუადრეს 2021 წლისა, არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში და უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ტექნიკური მახასიათებლების მოთხოვნებს.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული ინფრასტრუქტურის სრული ინსტალაცია/ინტეგრაცია სს “საქართველოს რკინიგზაში“ არსებულ ინფრასტრუქტურასთან. ასევე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა მოწოდებული კომპონენტის მონტაჟი, მანვე უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების სტარტაპი და ყველა ლიცენზიის აქტივაცია.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ასევე, განახორციელოს გადაწყვეტილების მხარდაჭერა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წლის განმავლობაში 24/7 დონით.
უახლესი
45 წუთის წინ
Gucci-ის ახალ CEO-დ სტეფანო კანტინო წარადგინეს16 საათის წინ
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა