კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, წინასაარჩევნო პერიოდშიუფასო პოლიტიკური რეკლამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომმაუწყებლების მხრიდან, პოლიტიკური სუბიექტისთვის კუთვნილი უფასო პოლიტიკურირეკლამის განუთავსებლობა ქმნის საშიშ და დამაზიანებელ პრეცედენტს როგორცსაარჩევნო გარემოსთვის, ისე აღნიშნული სუბიექტისთვის, რაც მას წინასაარჩევნოდარათანაბარ პირობებში აყენებს.
„თუ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი მაუწყებლისგან მოთხოვნილი და კუთვნილიუფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე იღებს უარს, ეს მნიშვნელოვან უფლებასართმევს და აფერხებს აღნიშნულ სუბიექტს და წინასაარჩევნოდ არათანაბარ გარემოშიაყენებს სხვებთან მიმართებაში. როდესაც მედია პოლიტიკურ სუბიექტს არ აძლევსსაშუალებას განათავსოს კუთვნილი უფასო წინასაარჩევნო რეკლამა, იქმნება ძალიანსაშიში პრეცედენტი, რომელმაც შესაძლოა უბიძგოს სხვა მედიებს გაიმეორონაღნიშნული და დაარღვიონ კანონი, რაც გამოიწვევს საარჩევნო გარემოს დაზიანებას.აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიის, როგორც მარეგულირებლისა და ამპროცესის მონიტორის გადაწყვეტილება იქნება მიმართული იმისკენ, რომ ეფექტიანადაღსრულდეს კანონი და ყველა პოლიტიკური სუბიექტის უფლება უფასო პოლიტიკურირეკლამის ჭრილში, სამართლიანად და კანონიერად იყოს რეალიზებული". - განაცხადაკომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობამაუწყებლებს ავალდებულებს თავიანთი დეფიციტური, ღირებული და მონეტიზებადიდრო პოლიტიკურ პარტიებს უფასოდ დაუთმონ, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობსმოსახლეობის ინფორმირებასა თუ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაზე: „მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში არ არის უფასო პოლიტიკური რეკლამა დაშვებული დათავდაპირველად, საქართველოშიც არსებობდა გარკვეული წინააღმდეგობები ამსაკითხზე, თუ რატომ უნდა დაეთმო მაუწყებელს დრო უფასოდ პოლიტიკურისუბიექტებისთვის, რომლითაც შეეძლოთ მიეღოთ გარკვეული სარგებელი. თუმცა,საქართველოში კანონმდებელმა მიიჩნია, რომ წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკურრეკლამას აქვს უდიდესი ღირებულება წინასაარჩევნო კამპანიისთვის და არისუაღრესად მნიშვნელოვანი მოსახლეობის ინფორმირებისა თუ ინფორმირებულიგადაწყვეტილების მიღებისთვის, შესაბამისად, აუცილებელია არსებობდეს ეს პრაქტიკადა საჭიროა ყურადღება ეთმობოდეს მის სწორად, არადისკრიმინაციულადგანთავსებას." - აღნიშნა კახა ბექაურმა.
უახლესი
2 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან3 საათის წინ
თბილღვინომ პრემიალური ღვინოების კოლექცია წარადგინა