დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ აფასებს 2024 წელს და რა სიახლეებს გეგმავს „ბი ვი ქონსალთინგი“ - ინტერვიუ მმართველ პარტნიორთან

როგორ აფასებს 2024 წელს და რა სიახლეებს გეგმავს „ბი ვი ქონსალთინგი“ - ინტერვიუ მმართველ პარტნიორთან

17-12-2024 17:00:00

იურიდიულმა კომპანიამ „ბი ვი ქონსალთინგმა“ 2021 წელს დაიწყო ოპერირება საქართველოს ბაზარზე.  2024 წელს კომპანიის საქმიანობის შედეგებსა და გეგმებზე Business Insider Georgia  „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველ პარტნიორს ვახტანგ შურღაიას ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ კომპანიის საქმიანობას 2024 წელს?

2024 წელი მნიშვნელოვანი და წარმატებული წელი იყო ჩვენთვის. მიუხედავად გამოწვევებისა, "ბი ვი ქონსალთინგმა" ყველა დასახული მიზნის შესრულება შეძლო. განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ ახალი პროექტის – "ბიზნეს მრჩეველი" – გაშვებას „ბიზნესინსაიდერთან“ თანამშრომლობით. ეს ინიციატივა პრაქტიკულ სამართლებრივ რჩევებს აწვდის როგორც დამწყებ, ისე მოქმედ ბიზნესებს. ვგეგმავთ ამ პლატფორმის კიდევ უფრო გააქტიურებას და ვიწვევთ ბიზნესსექტორს აქტიურად დასვან მათთვის საინტერესო კითხვები, რათა ჩვენი რუბრიკა მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს.

რა ტემპით და პროცენტით გაიზარდა კომპანია?

2024 წელს „ბი ვი ქონსალთინგმა" შეინარჩუნა მდგრადი ზრდა და პარტნიორთა რაოდენობა გაორმაგდა. ამასთან ერთად, ფინანსური მაჩვენებლები ასევე ორმაგი ზრდის დინამიკით განვითარდა. ეს შედეგი ნათლად ასახავს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმსა და კლიენტებთან მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობების სწორ სტრატეგიას.

რა სიახლეებს გეგმავთ 2025 წელს?

2025 წელს ჩვენი მთავარი მიმართულებები იქნება: პარტნიორების ბაზის გაფართოება – ახალი პარტნიორების მოზიდვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კორპორაციული კონსულტაციების გაძლიერება – ყოველდღიური სამართლებრივი მხარდაჭერის (day-to-day legal support) განვითარება და გაძლიერება. FIDIC სერვისების დანერგვა – სამშენებლო სექტორისთვის მაღალკვალიფიციური სამართლებრივი მომსახურების შეთავაზება. ახალი სამართლებრივი მიმართულებების გამტკიცება – საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სპეციალიზებული სერვისების განვითარება.

როგორ აძლიერებთ კლიენტებთან ურთიერთობას?

ჩვენთვის თითოეული კლიენტი პარტნიორია. ჩვენი პიროვნული და ინდივიდუალური მიდგომა გვეხმარება მათ რეალურ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავებაში. გვჯერა, რომ ნდობა, პროფესიონალიზმი და ინოვაციური ხედვა საფუძველია ნებისმიერი წარმატებული თანამშრომლობისთვის.

რას ურჩევთ ბიზნესებს, რომლებსაც 2024 წელს გამოწვევები შეხვდათ?

2024 წელი განსაკუთრებით გვასწავლის, რომ სამართლებრივი მხარდაჭერა ბიზნესის სტაბილურობისთვის კრიტიკულია. ჩვენი რჩევაა: აქტიურად მიმართეთ იურიდიულ კონსულტაციებს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას; გაითვალისწინეთ და დანერგეთ პრაქტიკული რჩევები თქვენს ოპერაციულ პროცესებში; ფოკუსირდით გრძელვადიან პარტნიორობაზე სანდო კომპანიებთან, რაც თქვენი ბიზნესის ზრდასა და დაცულობას უზრუნველყოფს.

რა არის „ბი ვი ქონსალთინგის“ ხედვა 5 წლის პერსპექტივაში?

ჩვენი ხედვაა, რომ „ბი ვი ქონსალთინგი“ გახდეს წამყვანი იურიდიული კომპანია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური მომსახურებითა და საერთაშორისო პარტნიორობით. ვგეგმავთ ჩვენი ექსპერტიზის კიდევ უფრო გაფართოებას და მუდმივ ინოვაციას, რათა ჩვენი კლიენტები მუდამ უსაფრთხოდ და წარმატებულად იგრძნონ თავი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები