დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო გადაადგილებისათვის

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო გადაადგილებისათვის

06-09-2024 23:00:00

ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილებისას უდიდეს როლს ჩვენი ავტომობილები ასრულებს. სეზონის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილის სათანადო მომზადება მისი გამართული და შეუფერხებელი მუშაობის გარანტიაა.

უსაფრთხო მგზავრობაზე ზრუნვა „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საზრუნავია და ავტომობილის გასამართად მომხმარებელს საშემოდგომო სეზონისთვის აქციებს სთავაზობს.

ლაშა ჭიტაძე, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის პროცესების მართვის ჯგუფის უფროსი: „როგორც წესი, მძღოლები ავტომობილებს ზაფხულისთვის განსაკუთრებულად ამზადებენ, რადგან ზაფხული მოგზაურობასთან და ავტომობილით სხვადასხვა რელიეფის მქონე მრავალკილომეტრიანი გზის გავლასთან ასოცირდება, შესაბამისად, მსგავსი მოგზაურობისთვის ავტომობილი ყოველმხრივ გამართული უნდა იყოს.

სეზონის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების წინაპირობაა. ზაფხულისა და საზაფხულო მოგზაურობის დასრულების შემდეგ კი  ჩვენს ავტომობილებს საკმაოდ დიდი მანძილი აქვს გავლილი და შემოწმება და სხვადასხვა დეტალის განახლება სჭირდება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავტომობილის ზოგიერთ დეტალზე სეზონის ცვლილება გამორჩეულად მოქმედებს.შემოდგომის პირველ თვეებში ზაფხულთან შედარებით ტემპერატურა იკლებს, ხოლო ზამთრისთვის დამახასიათებელი ნალექის რაოდენობით არ გამოირჩევა. შესაბამისად, ავტომობილის საშემოდგომო მომზადებაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხია".

სექტემბრის შეთავაზებები:

30%-იანი ფასდაკლება ზაფხულის საბურავების სრულ ასორტიმენტზე

ზაფხულში მოგზაურობისას სხვადასხვაგვარი ზედაპირის მქონე გზებზე გვიწევს საკმაოდ დიდი მანძილის გავლა, რაც ყველაზე მეტად საბურავების მდგომარეობაზე აისახება. მსგავსი მოგზაურობის დასრულებისას, დიდი შანსია, რომ საბურავი დაზიანდეს და მცირე ექსპლუატაციის შემდეგ აღარ იყოს უსაფრთხო ამ საბურავებით მოძრაობა ან სულაც, შეუძლებელი გახდეს გადაადგილება. ამიტომ, მნიშვნელოვანია შემოწმდეს საბურავის ცვეთის დონე და მდგომარეობა. საჭიროების შემთხვევაში კი აუცილებლად ახალი საბურავით უნდა ჩანაცვლდეს, რომელიც შემოდგომისთვის დამახასიათებელი ჰაერის ტემპერატურასა და ამინდზე იქნება გათვლილი. 14 სექტემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსში“ შესაძლებელია ზაფხულის საბურავების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლებით შეძენა.