საჩუქრის ჩუქების ვებ-პლატფორმა „ვაუჩიმ“, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა კომპანიების ციფრულ სასაჩუქრე ბარათებს სთავაზობს, 2021 წელს დაიწყო სრული სახით ოპერირება და ამჟამად უზბეკეთის ჩათვლით 15 ადამიანს ასაქმებს. როგორ ვითარდება კომპანია და რა სიახლეებს გეგმავს 2024 წელს, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia ვებ-პლატფორმის დამფუძნებელ თათია ხაინდრავას ესაუბრა:
მესამე წელია ბაზარზე ოპერირებთ, როგორ შეფასებით მიმდინარე წელს პარტნიორებისა და გაყიდვების თვალსაზრისით? რა %-ით გაიზარდა კომპანია ამ თვალსაზრისით?
ყოველ წელს საქართველოს ვაუჩიზე 30-40% ზრდა გვაქვს, როგორც მერჩანტების, ასევე მომხმარებლების კუთხით.
ინტერესს მსხვილი ბიზნესი უფრო მეტად გამოხატავს თუ საშუალო და მცირე? როგორია პარტნიორების თანაფარდობა?
ჩვენი მერჩანტები საკმაოდ მრავალფეროვანი კომპანიებია და ამჟამად 500-ზე მეტ კომპანიას ვაერთიანებთ როგორ საერთაშორისო და ადგილობრივი ქსელებიდან: Cenomi Retail, Dressup group, Gtex group, Palitra Group და ა.შ. ასევე ქართულ კომპანიებს
როგორია მოთხოვნა ვაუჩერებზე და რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?
ჩვენ გავაჩინეთ მოთხოვნა ციფრულ ვაუჩერებზე, როდესაც შევქმენით ვაუჩი და ეს მოთხოვნა უფრო და უფრო მზარდია. wowchy card - არის უნივერსალური ციფრული სასაჩუქრე ვაუჩერი, რომელიც მოიცავს 500-ზე მეტი ბრენდის პროდუქტსა და სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით და ყველაზე პოპულარული პროდუქტია როგორც საცალო ასევე კორპორაციული კლიენტებისთვის.
რაზე აკეთებს ქართველი მომხმარებელი აქცენტს? რომელი კატეგორიის პროდუქტები იყიდება ყველაზე კარგად?
ვაუჩი ქარდი პირველ ადგილზეა, ხოლო ტოპ კატეგორიებია თავის მოვლა, ჩაცმა, ტექნიკა.
ასევე კომპანია 2023 წელს შევიდა უზბეკეთის 30 მილიონიან ბაზარზე. როგორ ვითარდება თქვენი ბიზნესი ამ მიმართულებით?
2023 წელს გავხსენით wowchy უზბეკეთში და გაშვებიდან 1-2 თვეში ჩვენს პლატფორმას გაუჩნდა b2b მომხმარებლები და უზბეკური ვაუჩით დავინტეგრირდით მსხვილ საერთაშორისო ინსენტივების კომპანიასთან Carltonone Engagement. უზბეკეთში აქცენტია b2b-ზე ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე.
ასვე გეგმავდით ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე შესვლას და ამ კუთხით რა ვითარებაა და თუ იპოვეთ პარტნიორები?
ვგეგმავთ შესვლას აღნიშნულ ბაზრებზე, თუმცა ჯერ საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს საქართველოში.
რა სიახლეები გაქვთ 2024 წელს ადგილობრივ ბაზარზე ?
ჩავუშვით საიტის რედიზაინი, სადაც გათვალისწინებულია ჩვენი მომხმარებლების ფიდბექი (ჩატარდა კვლევა, რის შედეგადაც მივიღეთ საბოლოო ვერსია). ასევე ვაუჩი სიურპრიზს უმზადებს მომხმარებლებს და ამას ძალიან მალე გაიგებთ.
უახლესი
2 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან4 საათის წინ
თბილღვინომ პრემიალური ღვინოების კოლექცია წარადგინა