დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს - სებ-ის ცენტრალური, მაღალინფლაციური და დაბალინფლაციური სცენარი

როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს - სებ-ის ცენტრალური, მაღალინფლაციური და დაბალინფლაციური სცენარი

04-02-2025 16:00:00

საქართველოს ეროვნული ბანკი სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის ფარგლებში აქვეყნებს სამ თანაბრად რელევანტურ სცენარს: ცენტრალურ სცენარს, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე, მრავალმხრივი ტიპის ინფორ- მაციას, მათ შორის ადგილობრივი ფინანსური და გლობალური ბაზრების მოლოდინებს, და მოიაზრებს ამ ინფორმაციასთან თავსებადი რისკების შესაძლო რეალიზებას. მაღალინფლაციური რისკის სცენარს, რომელიც, ცენტრალურ სცენართან შედარებით, ითვა- ლისწინებს საშუალოდ უფრო ინფლაციური რისკების რეალიზებას მონეტარული პოლიტიკის საპროგნოზო ჰორიზონტზე და რელევანტურია არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარე; დაბალინფლაციური რისკის სცენარს, რომელიც, ცენტრალურ სცენართან შედარებით, ითვა- ლისწინებს საშუალოდ უფრო დისინფლაციური რისკების რეალიზებას მონეტარული პოლიტიკის საპროგნოზო ჰორიზონტზე და რელევანტურია არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარე.

  • ცენტრალური სცენარით, 2025 წლიდან ეკონომიკური აქტივობა მისი გრძელვადიან 5%-იან დონესთან დასტაბილურდება
  • მაღალინფლაციური სცენარით, გაზრდილი ტურბულენტობის ფონზე 2025 და 2026 წლებში ეკონომიკის ზრდა, შესაბამისად, 3% და 3.5%-მდე შემცირდება
  • დაბალინფლაციური სცენარით, ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორების შენარჩუნების ფონზე, რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს 6.5%, ხოლო 2026 წელს 5.5% იქნება

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები