დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა

როგორია ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა

12-03-2025 00:20:00

სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით პორტს აქვს შესაძლებლობა, რომ იყოს ღრმაწყლოვანი, - აცხადებს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. ზურაბ სიჭინავას თქმით, სხვა პორტებთან შედარებით პორტს უპირატესობა შეიძლება ის ჰქონდეს, რომ იქნება ღრმაწყლოვანი და შეძლებს ისეთი ტიპის გემების მიღებას, რომლის მიღება დღესდღეობით სხვა პორტებს არ შეუძლიათ.

„ეს შეიძლება იყოს „პორს მაქსი“, „პანამაქსის“ ტიპის გემები, რაც ითვალისწინებს, რომ ანაკლიის ინფრასტრუქტურა მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი ტიპის გემები შემოვიდნენ ანაკლიაში. თვითონ პროექტის სამუშაოებზე: განვახორციელეთ ბათიმეტრია, რომლის მიხედვითაც მოხდება დეტალური პროექტირება. ბათიმეტრიული მონაცემები დამუშავდა და ტალღმტეხელთან გენერირება. „როიალ ჰასკონინგი“ გვყავს ასეთი ქვეკონტრაქტორი კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც არის საკმაოდ ძალიან ცნობილი ევროპული კომპანია, რომელიც თავის მხრივ, პასუხისმგებელია მშენებლობის და დაღრმავების პროექტირებაზე. ანუ მის მიერ დაპროექტებულით მერე მოხდება აშენება“, - განმარტავს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი.

ზურაბ სიჭინავას თქმით, უნდა დაღრმავდეს აკვატორია, შემოსასვლელი არხი და თვითონ მიმდებარე ტერიტორია.

„მოგახსენებთ, რომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა მსოფლიო  ბანკის შესყიდვის პროცედურებით გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი წყლის ინფრასტრუქტურის სამუშაოების წარმოების მიზნით. რაც გულისხმობს ტალღმტეხელის მოწყობას და დაღრმავების  სამუშაოს განხორციელებას. გაიმარჯვა ევროპულმა კომპანიამ. გამარჯვებული გამოვლინდა ზაფხულში, აგვისტოში გავაფორმეთ ხელშეკრულება. 16 სექტემბერს დაიწყო ვადის ათვლა წყლის ინფრასტრუქტურის სამუშაოების განხორციელებისთვის. დაიწყო მობილიზაციის ფაზა, განხორციელდა 10მ-ია ზღვის ფსკერის რომლის მონაცემებსაც ამუშავებს გამარჯვებული კომპანია“, - ამბობს ზურაბ სიჭინავა.

მისივე თქმით, იანვრში დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, DHI-ის ლაბორატორიაში იყო ვიზიტი, რომელიც 60 წლიანი გამოცდილებით წამყვანი ლაბორატორიაა, რომელიც სპეციალიზება წყლის ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ტიპის კვლევებზე.  

„DHI -ში კონკრეტულად ხორციელდება ზუსტად როგორი ტალღმტეხელიც უნდა აშენდეს ანაკლიაში, მაგის მოდელი გაკეთდა და მარტივ ენაზე რომ ვთქვათ ტალღის მიმართ მისი მედეგობის შემოწმება სხვადასხვა სიმულაციებით ხდება ტალღის სიმაღლე, დარტყმის კუთხე ასეთი პროექტის ტალღმტეხი და ამ დეტალური ანალიზების ჩავლის, ლაბორატორიული ტესტირებების შემდეგ, ჩვენ გვექნება ზუსტად ისეთი დადასტურებული პროექტი, რომელიც უნდა აშენდეს და რომელიც გაუძლებს ყველანაირ სტიქიურ მოვლენებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ თვითონ სამუშაოები იმდენად სპეციფიკური და რთულია ზედამხედველობის ნაწილშიც ჩართული გვყავს ევროპული კომპანია „ჰაილესი“, რომელიც არის საინჟინრო -საპროექტო ერთ-ერთი წამყვანი კომპანია და ის ყოველდღიურ რეჟიმში ყველა მომენტს აკვირდება. ამჟამად, მიმდინარეობს ინერტული მასალის მომარაგება. ზღვაში ჩასაწყობი ქვის  ლოდები შემოდის სხვადასხვა მეზობელი რეგიონებიდან. მათ შორის: გურია, აჭარა, იმერეთი და ვიმარაგებთ ასე ვთქვათ ამ ქვებს. ამისთვის ყველანაირი ინფრასტრუქტურა  უკვე მოვაწყვეთ“, - ამბობს ზურაბ სიჭინავა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები