დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვის პასუხები

როგორია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვის პასუხები

2023-05-25 15:40:37

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტების მხრიდან ბევრი კითხვა ისმის, რაზეც ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი პასუხობს:

- ახალ დავალებაში ანალოგიური მოვლენის დასახელებისას მოცემულ საუკუნემდე მომხდარი მოვლენა უნდა დავასახელოთ, თუ მსოფლიო ისტორიის მანძილზე მომხდარი ნებისმიერი მოვლენა?

- ახალ, 22-ე, დავალებაში ანალოგიური მოვლენის ქრონოლოგიური ჩარჩო, ეპოქა  განსაზღვრული იქნება. 

- 22-ე დავალებაში ანალოგია თუ პროგრამული არ იქნება და არაპროგრამულ მოვლენასთან გავავლე პარალელი, გაუქმდება პასუხი?

- თუ პასუხი ლოგიკურია და მასში არ არის დაშვებული ფაქტობრივი შეცდომა, იგი შეფასებული იქნება. 

- 6-ქულიან დავალებაში თუ ერთი კითხვა ვერ დავწერეთ, მთლიანი დავალება ნულდება?

- არა. დავალების კითხვების უმეტესობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფასდება. 

- წყაროდან ციტატის გადმოტანა შეიძლება?

- ციტატის გადმოტანა შესაძლებელია, თუ ადეკვატურად, სრულად პასუხობს შეკითხვას.

- რომელი სახელმძღვანელოების მიხედვით ხდება ტესტების შედგენა?

- ტესტები იქმნება ისტორიის მე-11 და მე-12 კლასების გრიფირებულ სახელმძღვანელოებში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

- წელს შეცვლილია ტესტის მაქსიმალური და მინიმალური ქულები?

- ტესტის მაქსიმალურ და მინიმალურ ქულებს წელს ცვლილება არ შეხებია.  მაქსიმალური ქულა კვლავ არის 60, ხოლო აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

- ისტორიული წყაროს დავალების შესრულება რამდენად მოითხოვს ფაქტობრივ ცოდნას? დოკუმენტს გარეთ როგორი და რა სირთულის კითხვები იქნება მოცემული?

- ისტორიული წყაროს  დავალების მიზანია უცნობი წერილობითი წყაროს გაგება-გააზრება. დავალება მოითხოვს წყაროში მოცემული ისტორიული კონტექსტის მინიმალურ ცოდნას.

- რას გვირჩევთ, რაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ მაღალი ქულა მივიღოთ?

- ჩემი რჩევა იქნება, ყურადღებით გაეცნოთ ტესტში მოცემულ ინსტრუქციებს, დავალებების პირობებს და მხოლოდ შემდეგ დაიწყოთ მუშაობა. არ იჩქაროთ, შეეცადეთ პასუხები იყოს ლაკონური და მკაფიო.

- კალიგრაფიას თუ ექცევა ყურადღება? 

- კალიგრაფიას ყურადღება არ ექცევა, მთავარია ნაწერი იკითხებოდეს, ხშირად გამსწორებლები ვერ არჩევენ გაკრულ ხელს და შეფასებაც ვერ ხერხდება.  გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ.

- სქემის დროს რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? მისაღებია თუ არა ღია კითხვებზე მოკლე და ლაკონური პასუხების გაცემა?

- სქემის ყველა დეტალი უნდა შეისწავლოთ  ყურადღებით, ასევე ტექსტიც და მხოლოდ შემდეგ გასცეთ პასუხი. პასუხებისთვის გამოყოფილია შესაბამისი ველი პასუხების ფურცელში, შეეცადეთ პასუხები იყოს ლაკონიური.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები