დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ქართული კივის წარმოების პერსპექტივა და ექსპორტის შესაძლებლობები - ასოციაცია

როგორია ქართული კივის წარმოების პერსპექტივა და ექსპორტის შესაძლებლობები - ასოციაცია

06-12-2024 17:00:00

კივის მოსავლის აღება მალე დასრულდება. წელს ფერმერებმა 20-30 ტონით ნაკლები მოსავალი მიიღეს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ფერმერმა დემურ ფიფიამ განუცხადა.

ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციის მოსავლის შემცირება ძირითადად ფესვის სიდამპლემ გამოიწვია.

„თუ პროცესი ასე გაგრძელდა, ეს კივის მოსავლის კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს“,- აცხადებს დემურ ფიფია.

ექსპორტზე საქართველოდან მხოლოდ ერთი კომპანია „ნერგეტა“ გადის.

„სავარაუდოდ წელს იაპონიის ბაზარზე 100 ტონას გაიტანს. მანამდე ხორციელდებოდა ექსპორტი გერმანიასა და სომხეთში. თუმცა მოსავლის შემცირების შემდეგ, ამ ქვეყნებში ექსპორტი შეჩერდა“, -ამბობს დემურ ფიფია .

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, როგორ კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ქართული კივი იმპორტთან არათანაბარ კონკურენციაშია.

„იმპორტირებული კივი შემოდის ირანიდან, რომელიც შხამ-ქიმიკატებით არის გაჯერებული და ყიდიან როგორც ქართულ კივის. იმპორტირებულის ფასი ქართული კივის თვითღირებულებაზე დაბალია“.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული კივის ფასი 2-დან 2,5 ლარამდეა. კივის პლანტაციებს 350 ჰექტარი უკავია. ყველაზე მეტი პლანტაცია სამეგრელოშია.

საგულისხმოა, რომ საქართველო აგრძელებს კივის ექსპორტის მოცულობის აქტიურ ზრდას ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბაზარზე - იაპონიაში. 2024 წლის სულ რაღაც 10 თვეში იაპონიაში საქართველოდან უკვე ექსპორტირებულია 264 ტონა კივი, რაც უკვე 69%-ით მეტია მთელი 2023 წლის ექსპორტზე.

შედეგად, 2024 წელს საქართველო იაპონიისთვის კივის უმსხვილეს მიმწოდებელთა ოთხეულში მოხვდა. მართალია, საქართველოს ექსპორტის მოცულობა არ შეედრება ლიდერის, ახალი ზელანდიის მიწოდების მოცულობას, რომელმაც იაპონიაში 2024 წლის პირველ 10 თვეში უკვე 108 ათასი ტონა ახალი კივი გაგზავნა. ექსპორტის მოცულობით მეორე და მესამე ადგილზეა ჩილე და აშშ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები