დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ქვეყნის სადებეტო ბარათების ბაზარი და ვინ ლიდერობს

როგორია ქვეყნის სადებეტო ბარათების ბაზარი და ვინ ლიდერობს

26-09-2024 18:00:00

ქვეყანაში სადებეტო ბარათების ბაზარი მზარდია და ბარათების მაჩვენებელ როგორც წლიურ ისე თვიურ ჭრილში იზრდება.

სებ-ის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 11%-ით გაიზარდა, ხოლო აგვისტოში ივლისთან შედარებით 0,3%-ით. 

2024 წლის აგვისტოს ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 8 738 030 ერთეული სადებეტო ბარათი იყო.

სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2024 წლის აგვისტოს ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 399 080 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

Mastercard-ის ბარათების აგვისტოს მონაცემები კი ივლისის მაჩვენებლებთან შედარებით 0,2%-იან, ხოლო 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით 8%-იან ზრდას აჩვენებს..

აგვისტოს მდგომარეობით აქტიური სადებეტო ბარათებიდან 50%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 30%-ს VISA.

2024 წლის აგვისტოს ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 626 439  ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 0,2%-ია, ხოლო 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით 7%-იანი ზრდაა.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 20%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები