როგორია საქართველოს და საფრანგეთის ეკონომიკური ურთიერთობები
17-02-2025 18:00:00
საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტი 1%-ით გაიზარდა. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წელს საქართველომ საფრანგეთში ექსპორტზე 46,680.92 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, 2023 წელს კი 46,173.32 ათასი დოლარის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთში ყიდის:
- ელექტრული წყალგამახურებლები - 14,547.95 ათასი დოლარი;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 10,323.84 ათასი დოლარი;
- თხილი და სხვა კაკალი - 6,041.00 ათასი დოლარი;
- ფეროშენადნობები - 3,531.58 ათასი დოლარი;
- ფოთლები, ტოტები და მცენარეების სხვა ნაწილები - 2,354.16 ათასი დოლარი;
რაც შეეხება იმპორტს, ზრდა 11%-ის დონეზეა. 2024 წელს საფრანგეთიდან იმპორტმა 306,159.06 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო 2023 წელს - 275,835.64 ათასი დოლარი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთიდან ყიდულობს:
- ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 37,591.03 ათასი დოლარი;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 36,328.95 ათასი დოლარი;
- კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 21,999.32 ათასი დოლარი;
- შაქარი - 17,281.81 ათასი დოლარი;
- სატვირთო ავტომობილები - 13,212.51 ათასი დოლარი;