გამანაწილებელი ქსელის გამართული ფუნქციონირების საჭიროება და აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალურია ელექტროენერგიის მომხმარებელთა მზარდი ტენდენციის ფონზე. ელექტროენერგიის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა ეხება როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო სექტორს.
2023 წლის სურათი შემდეგნაირად გამოიყურება: სს „თელასის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, დედაქალაქს დაემატა 23 028 ახალი აბონენტი. მათ შორის: 20 817 - საყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარს ელექტროენერგიას, ხოლო 2 211 აბონენტის წარმოადგენს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს, - აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის 2023 წლის ანგარიშში წერია
თვითმმართველი ქალაქებისა და სხვა მუნიციპალიტეტების მასშტაბით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გამოაგზავნა შემდეგი მონაცემები
სხვა მუნიციპალიტეტებში დაემატა 10 934 აბონენტი (მათ შორის: საყოფაცხოვრებო - 7 555 მომხმარებელი; არასაყოფაცხოვრებო - 3 379 აბონენტი).
უახლესი
16 საათის წინ
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება