დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი ინტერნეტპროვაიდერის ინტერნეტს აქვს ბათუმში ყველაზე მაღალი გადმოწერის სიჩქარე

რომელი ინტერნეტპროვაიდერის ინტერნეტს აქვს ბათუმში ყველაზე მაღალი გადმოწერის სიჩქარე

2023-05-25 17:00:30

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმში ბევრი უცხოელი თუ ადგილობრივი დამსვენებელი ჩადის და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში თუ საცხოვრებელ სახლებში ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სხვადასხვა რეგიონსა თუ ქალაქში მობილური კომუნიკაციების ხარისხის კონტროლი განახორციელა. ბათუმში განხორციელებული კონტროლის შედეგად კი გაირკვა, რომ ბათუმში ყველაზე მაღალი გადმოწერის სიჩქარით „სილქნეტის“ მობილური ინტერნეტის მომხმარებლები სარგებლობენ.

HTTP პროტოკოლით ფაილის გადმოწერისას დაფიქსირებული საშუალო სიჩქარე (მბიტ/წმ)

სილქნეტი : 25 მბიტ/წმ

მაგთიკომი: 19 მბიტ/წმ

სელფი: 4,9 მბიტ/წმ

Kepler-ის გვერდის ჩამოტვირთვის დროს დაფიქსირებული საშუალო სიჩქარე (მბიტ/წმ)

სილქნეტი : 1.44 მბიტ/წმ

მაგთიკომი: 1.32 მბიტ/წმ

სელფი: 1.2 მბიტ/წმ

აღსანიშნავია,რომ კომისიის მიერ ანგარიში მომზადებული ანგარიში მოიცავს „დრაივ ტესტის“ ინფორმაციას და მისი მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით მობილური მომსახურეობების ხარისხის კვლევა და მონიტორინგი. მსგავსი კვლევები ევროპის უმეტეს ქვეყნებში ტარდება და მისი მიზანია მობილური მომსახურების ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერება, მომსახურებების ხარისხის გაზრდას და კავშირის მდგრადობის უზრუნველყოფა. ანგარიში ასახავს მობილური ქსელების შეფასების ისეთ მახასიათებელს, როგორებიცაა ქსელის დაფარვის გეოგრაფიული არეალი, ინტერფერენციის დონე, განხორციელებული ზარების სტატისტიკა და სხვა. საერთაშორისო პრაქტიკის და რეკომენდაციების მიხედვით, თითოეულისათვის განსაზღვრულია შესაბამისი KPIs (Key Performance Indicators), რომლებიც განაპირობებენ წარმადობის ძირითად მახასიათებლებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები