იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანგი რუდი გარსია გახდა.
ლუჩანო სპალეტიმ თანამდებობა გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.
ცნობილია, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი დე ლაურენტისი კი რამდენიმე კანდიდატთან აწარმოებდა მოლაპარაკებას.
რუდი გარსია ბოლოს საუდის არაბეთში მუშაობდა, ის „ალ-ნასრის“ ავარჯიშებდა.
გარსიას სამწვრთნელო კარიერის მთავარი მიღწევები ფრანგულ „ლილს“ უკავშირდება. 2011 წელს „ლილთან“ ერთად მან საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო. იმავე წელს იგი ლიგა 1-ის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.
უახლესი
1 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს1 საათის წინ
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9928 ლარი გახდა