2023 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 301.1 მლნ აშშ დოლარი (782.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.6%-ით (5.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 2.6 მლრდ დოლარის გადმორიცხვა მოხდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა კვლავ რუსეთიდან განხორციელდა. ამ ქვეყნიდან ივლისში 73.8 მლნ დოლარი გადმოირიცხა. მეორეა იტალია - $45.3 მლნ, მესამეზე აშშ - $40 მლნ გზავნილით. ხუთეულშია საბერძნეთი ($21.6 მლნ) და გერმანია - $ 20.5 მლნ.
უახლესი
12 წუთის წინ
საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია მსოფლიოში17 საათის წინ
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება