დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბანკო სექტორის გაფიცვა, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს დააზარალებს - საქართელოს ბანკი

საბანკო სექტორის გაფიცვა, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს დააზარალებს - საქართელოს ბანკი

07-12-2024 17:54:00

,,საბანკო სექტორის გაფიცვა, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს დააზარალებს", - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ბანკის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვკითხულობთ.  

,,ჩვენი პოზიცია ცალსახაა - ევროინტეგრაციისაკენ სვლას ალტერნატივა არ აქვს!

საბანკო სექტორის გაფიცვა, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს დააზარალებს.

ბანკის შეუფერხებელი, უწყვეტ რეჟიმში მუშაობა უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობაში.

არსებული სახსრების განკარგვა, ტრანზაქციების განხორციელება, ფულის განაღდება და სხვა საბანკო სერვისები მომხმარებლებისათვის კრიტიკულ დატვირთვას ატარებს.

როგორც საავადმყოფოს ან სხვა აუცილებელი ფუნქციის მქონე სამსახურების გაჩერებამ - ისევე ბანკის მომსახურების შეფერხებამ, შესაძლოა, საარსებო პრობლემა შეუქმნას უამრავ ადამიანს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

უახლესი

28 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები