USD 2.6069

EUR 2.8053

TRY 0.1111

GBP 3.2717

RUB 0.031547

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.2 მლრდ ლარს შეადგენს

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.2 მლრდ ლარს შეადგენს

2023-05-25 16:01:56

2023 წლის აპრილის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.1 მლრდ ლარით, ანუ 1.66 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით შემცირდა) და 2023 წლის აპრილის ბოლოს 66.2 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
სტატისტიკურ გაანგარიშებებში  არ მონაწილეობს სს "პეისერა ბანკი საქართველო" -ს მონაცემებირადგანაც ციფრული ბანკი ოპერირებს სატესტო რეჟიმში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები