მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ნაყინის წარმოება მზარდია, მზარდია მისი იმპორტიც. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 6 თვის მაჩვენებლებით ნაყინის იმპორტი 15%-ითაა გაზრდილი. იანვარ-ივნისში ქვეყანაში 3,169.84 ათასი დოლარის ღირებულების 619.13 ტონა ნაყინის იმპორტი დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 537.98 ტონის.
საქართველოში იმპორტირებული ნაყინის 31%-ი თურქეთზე მოდის, ხოლო 22%-ი უკრაინაზე.
ტოპ-5 ქვეყანა საიდანაც საქართველო ნაყინს ყიდულობს:
საქართველოში ნაყინის იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2018 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში 903.50 ტონა ნაყინი შემოვიდა.
ბოლო წლების სტატისტიკით კი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ნაყინის იმპორტი 18%-იან ზრდას აჩვენებს.
უახლესი