საქართველოში ყველის იმპორტი 26%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 1,234.39 ტონა ყველი იყიდა, რაშიც 5,039.52 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის იანვარ-ივნისში კი საქართველომ 982.35 ტონა ახალი ყველი (მოუმწიფებელი ან დაუვარგებელი), შრატ-ალბუმინური ყველის ჩათვლით და ხაჭოს იმპორტი მოახდინა. ქვეყანაში იმპორტირებული ყველის 42%-ი ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყველს ყიდულობს:
თურქეთი - 517.78 ტონა,
გერმანია - 147.79 ტონა,
პოლონეთი - 107.12 ტონა,
რუსეთი - 93.07 ტონა,
ბელარუსი - 85.15 ტონა.
საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში ყველის იმპორტი მზარდია. 2023 წელს ქვეყანამ 2,041.59 ტონა ყველი იყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 44%-იან ზრდაა.
უახლესი
15 საათის წინ
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება