საფოსტო ბაზარი სტაბილურია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, კომპანია საკუთარ მომხმარებლებს ერთგვაროვანი ხარისხითა და ტარიფით ემსახურება.
„ტენდენციები საინტერესოა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რისი მოლოდინიც ნაკლებად გვქონდა. საფოსტო ბაზარი სტაბილურია და პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ რომ 2024 წელს „საქართველოს ფოსტა“ სრულად უზრუნველყოფდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა მოქალაქის მომსახურებას ერთგვაროვანი ხარისხითა და ტარიფით. რაც ჩვენი ვალდებულებაა და რასაც „საქართველოს ფოსტა“ ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ ქვეყანაში, გეოგრაფიულად ნებისმიერ ადგილას მცხოვრებმა ერთნაირ ფასში მიიღოს მომსახურება.
ჩვენი პროდუქტებიც ამას ემსახურება კონცეპტუალურად და შინაარსიც ასეთია ეროვნული საფოსტო ოპერატორის. ამის შესრულება 2024 წელს გაუმჯობესებული ხარისხით შევძელით და შედეგებს, საერთაშორისო შეფასებებს დაველოდებით იანვარ-თებერვალში, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოხდება, როგორც სხვა ქვეყნების ოპერატორების, ისე „საქართველოს ფოსტის“ შეფასება და იმედი გვაქვს, რომ კვლავ მოწინავე რიგებში ვიქნებით“, - განმარტავს ლევან ჩიკვაიძე.
უახლესი
4 საათის წინ
2024 წლის ჰიდროგენერაციაში ენგურჰესის წილი 62% იყო5 საათის წინ
ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე - Bogveli5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა7 საათის წინ
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდია