2024 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 55.7 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 105.1 მილიონი ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (50.1 პროცენტით), ისე ტვირთბრუნვის (49.5 პროცენტით) მოცულობა.
2024 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 4.6 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 84.8 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 15.2 პროცენტი – გაგზავნილი.
2024 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
უახლესი