ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებილნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ორი ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ, საქართველო და აზერბაიჯანი პოტენციური ერთობლივი პროექტების გამოვლენაზე მუშაობენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, მდგრადი და ინფრასტრუქრურული განვითარების სფეროებში.
"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე.
ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ვახდენთ პოტენციური ერთობლივი პროექტების გამოვლენას ვაჭრობის, ენერგეტიკის, მდგრადი და ინფრასტრუქრურული განვითარების სფეროებში.
ილჰამ ალიევს დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით",-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
8 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
უახლესი
2 საათის წინ
თბილისი ჰილს სამთო გარბენი3 საათის წინ
რაგბის ტური გენუასა და ნიცაში - TBC Concept21 საათის წინ
რა სიახლეებსა სთავაზობს Kvareli Lake Resort-ი ვიზიტორებს