Global Passport Ranking-ში ქართული პასპორტის რეიტინგი 6 პოზიციით გაუმჯობესდა. Global Passport Ranking, რომელსაც Henley & Partners-ი ადგენს, საქართველო 2024 წლის მიმდინარე მაჩვენებლებით 44-ე ადგილზეა და მის მოქალაქეებს უვიზოდ შესვა 122 ქვეყანაში შეუძლიათ. გასული წლის ანალოგიური პერიოდის რეიტინგში კი საქართველოს პასპორტი 50-ე ადგილზე იყო და იმ დროისათვის საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა 116 ქვეყანაში შეეძლოთ.
Global Passport Ranking-ში პირველ ადგილზე სინგაპურის პასპორტია, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ მოგზაურობა 195 ქვეყანაში შეუძლიათ. მეორე ადგილს 5 ქვეყანა ინაწილებს, რომელთა მოქალაქეებსაც უვიზოდ გადაადგილება 192 ქვეყანაში შეუძლიათ. ეს ხუთი ქვეყანა კი არის საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ესპანეთი.
ყველაზე ძლიერი პასპორტის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში მესამე პოზიციაზე 7 ქვეყანაა: ავსტრია, ფინეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა და შვედეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა მსოფლიოს 191 ქვეყანაში შეუძლიათ.
მეოთხე პოზიციაზე 6 ქვეყანაა: ბელგია, დანია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია დიდი ბრიტანეთი. აქ ქვეყნების მოქალაქეები უვიზოდ 190 ქვეყანაში შედიან.
TOP-5-ში ბოლო პოზიციაზე ავსტრალია და პორტუგალია არიან, რომელთა პასპორტის მქონე მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება 189 ქვეყანაში შეუძლიათ.
აღანიშნავია, რომ Henley & Partners-ი პასპორტების ინდექსს 2018 წლიდან ყოველ კვარტალში აახლებს და მისი მიზანი უვიზოდ ქვეყნებში გადაადგილების შესაძლებლობაზე ინფორმირებაა.
უახლესი
31 წუთის წინ
ბლოგების და ვიდეოების კონკურსი ემიგრანტებისთვის37 წუთის წინ
რა ღირს საწვავი მსხვილ სადისტრიბუციო ქსელებში1 საათის წინ
ფულადი გზავნილების მოცულობა 0.3%-ით გაიზარა3 საათის წინ
“ელთ ბილდინგი” განცხადებას ავრცელებს